Thursday, March 17, 2011

ecology

ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ,,, დღესდღეობით საქართველოში ბუნების საკითხთან დაკავშირებით დგას ორი ძირითადი პრობლემა, პირველი ბრაკონიერობა და მეორე ეკოლოგია,, ორივე ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ორივე ხელს უწყობს როგორც ბუნების ასევე ბუნებაში მცხოვრები ცხოველების გადაშენებას,,, ავიღოთ ერთი მაგალითი: ბაზალეთის ტბაზე უმრავლესობა ნამყოფია,,, ყველას გექნებათ ნანახი თუ რა ხდება ამ ტბასთან არის საშინელი სიბინძურე, პოლიეთილენიდან დაწყებული დამცავი რეზინით და ინსულით დამთავრებული ყველაფერი შეგხვდება,,, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ნაპირზე არ გვხდება, თვითონ წყლის სივრცეში ჩაყრილია შუშის, მეტალის, პლასტმასის ბოთლები ცელოფნები,,, ასევე ეკრანები ჩაწყვეტილი და ასე შემდეგ,, ჩაწყვეტილი ეკრანი თევზას ანადგურებს და ეკო სისტემასაც,,,, და ეს მხოლოდ ბაზალეთზე არ ხდება, კუმისი, სიონი, ჟინვალი და ასე შემდეგ,,,, რაც შეეხება მდინარე მტკვარს აღნიშNული მდინარე ყველაზე უფრო დაბინძურებულია სხვა მდინარებისა თუ წყალსატევისგან განსხვავებით, ვინაიდან მდინარე მტკვარი საქართველოში შემოდის და დედაქალაქამდე გაივლის რამოდენიმე რაიონს, სადაც არავინ არ ერიდება მასში სიბინძურის და ნაგვის ჩაყრას,, ამას ემატება დედაქალაქი, სადაც მაცხოვრებელთა უმრავლესაბოას დაახლოებით 70%-დან 85%-მდე ერთხელ მაინც აქვს მდინარე დაბინძურებული, პლიუს საკანალიზაციო მილები, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მდინარე არაგვის (რომელიც უერთდება მტკვარს) ნაპირებზე წარმოებებია გაკეთებული და ახორციელებენ ქვა ღორღის დამუშავებას, მთელი ეს ნარეცხი და სიბინძურე ჩაედინება არაგვში, შემდგომ რუისთავისკენ ასევე წარმოებს ასეთივე ქარხნები და ისინიც ანალოგიურად იქცევიან,,, ასე რომ საშინელი სიტუაციაააა,, ჩემი აზრით გამოსავალი არის იმაში, რომ მოხდეს ფართო აქციები მაგალითად როგორც ატარებენ მწვანეები შევუერთდეთ და ყოველ სათევზაო გასვლაზე ჩვენს მიერ შერჩეული სათევზაო ადგილი დავასუფთავოთ და ნელ-ნელა გამოსწორდება სიტუაცია,,, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაშენდება საქართველოს სილამაზე

No comments:

Post a Comment